ჩვენ შესახებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Goldb-ზე!
რა არის Goldb?
Goldb ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი სამკაულების მულტივენდორული ციფრული ბაზარია, რომელიც აერთიანებს სანდო გამყიდველებს და დახვეწილი სამკაულების დიდ არჩევანს გთავაზობთ ერთ სივრცეში.
მისია
Goldb-ში ჩვენი მისიაა შევქმნათ სანდო და ინოვაციური ონლაინ ბაზარი, სადაც ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი სამკაულების სანდო გამყიდველებს შეუძლიათ მომხმარებელთან დაკავშირება. ჩვენ მიზნად ვისახავთ გავამყაროთ კავშირი სამკაულების სელერებსა და თანამედროვე მყიდველებს შორის მაღალი ხარისხის, ავთენტური პროდუქტებისა და დიდი არჩევანის შეთავაზებით.
ჩვენი პლატფორმის საშუალებით, იუველირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გააფართოვონ პროდუქციით ვაჭრობის არეალი, აღმოაჩინონ ახალი მომხმარებლები. ხოლო მყიდველებს დავეხმაროთ უნიკალური, ავთენტური, ხარისხიანი ნივთების შეძენაში და რაც მთავარია სახლიდან გაუსვლელად შევქმნათ მარტივი შოპინგის გამოცდილება.
ჩვენ გვესმის, რომ სამკაულების შეძენა უფრო მეტია, ვიდრე თავად ნივთი, ამიტომ ვქმნით სანდო, ავთენტურ და მარტივ სავაჭრო გამოცდილებას.
ნებისმიერი ღონისძიებისთვის, ცხოვრების განსაკუთებული შემთხვევებისთვის, სასაჩუქრედ Goldb სხვადასხვა სტილის, ნაკეთობისა და ლითონის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.
კონტაქტი